საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან ახლოს ოკუპანტებმა ორი პირი დააკავეს

personuser access_time23-04-2019, 23:03


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზთან ახლოს ოკუპანტებმა ორი პირი დააკავეს. ინფორმაცია პრაიმტაიმს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც პრაიმტაიმს ადგილობრივებმა უთხრეს, ნიქოზის მცხოვრებლები, ნიკოლოზ მელანაშვილი და თამაზ მჭედლიძე სოფლის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ.

სუს-ში აცხადებენ, რომ ნიქოზის მცხოვრებლები ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია