სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 19 თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა

სტატიის ავტორი

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის ლაშა ჟვანიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 19 თავისუფლება აღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა.

ჟვანიამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულ მსჯავრდებულთაგან ორი ქალბატონია, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებენ.

„ასევე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 23 პირობითი მსჯავრდებული, აქედან ორი ქალი. შეწყალებულთაგან 21 პირობითი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მუხლისგან. მათ შორის, სამი პირობითი მსჯავრდებული შეწყალებული იქნება პირობითი მსჯავრისა და საქმიანობის უფლების ჩამორთმევისგან, ხოლო ორ მსჯავრდებულს შეუმცირდა პირობითი მსჯავრის მოსახდელი ვადა“, – განაცხადა ჟვანიამ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх