შეიძლება თუ არა წითელი პარასკევის მილოცვა - სასულიერო პირის კომენტარი "ბრჭყვიალა გიფებზე"

სტატიის ავტორი

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დღე­სას­წა­უ­ლე­ბის "გი­ფე­ბით" და სუ­რა­თე­ბით მი­ლოც­ვა უკვე "ფე­ის­ბუ­ქის" ტრა­დი­ცი­ად დამ­კვიდ­რდა. ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ხში­რად აპ­რო­ტეს­ტე­ბენ "ბრჭყვი­ა­ლა გი­ფებს" და და­კო­პი­რე­ბულ მი­ლოც­ვის ტექ­სტებს, თუმ­ცა "ფე­ის­ბუქ-ფრენ­დე­ბი" მა­ინც გზავ­ნი­ან და გზავ­ნი­ან მათ...

მსგავ­სი მი­ლოც­ვის ტექ­სტე­ბით სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი დღე­საც აჭ­რელ­და - წი­თელ პა­რას­კევს, დიდი მარ­ხვის ყვე­ლა­ზე მძი­მე დღეს. შე­იძ­ლე­ბა თუ არა წი­თე­ლი პა­რას­კე­ვის მი­ლოც­ვა? - ამ სა­კი­თხზე გან­მარ­ტე­ბა წმინ­და მო­წა­მე­თა, კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მღვდელმსა­ხურ­მა მამა ლე­ვან ალა­დაშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "დღის თე­მის" ეთერ­ში გა­ა­კე­თა:

"წი­თე­ლი პა­რას­კე­ვის მი­ლოც­ვა უხერ­ხუ­ლია... მა­შინ, როცა გლო­ვის და გან­ცდის დღეა... თუმ­ცა, თუ სიღ­რმე­ებ­ში ჩა­ვალთ და გა­ვი­აზ­რებთ ამ დღის მნიშ­ვნე­ლო­ბას, იო­ა­ნე ოქ­რო­პი­რის სი­ტყვებს და­ვე­სეს­ხე­ბი - როცა უყუ­რებ ჯვარ­ცმას, ჯვარ­ცმულ მა­ცხო­ვარს, ჩვენ გვახ­სენ­დე­ბა ძლე­ვა ჯო­ჯო­ხეთ­ზე, სიკ­ვდილ­ზე, ის რომ კა­ცობ­რი­ო­ბას გა­ნე­ღო სა­სუ­ფევ­ლის კარი ჯვარ­ცმით... თუ ამ კუ­თხით გა­ვი­აზ­რებთ, რა თქმა უნდა, შე­საძ­ლოა მი­სა­ლო­ცი იყოს, თუმ­ცა ზე­და­პი­რუ­ლად მი­ლოც­ვა, წი­თელ პა­რას­კევს, ყვე­ლა­ზე მძი­მე მარ­ხვა­ში, სამ­გლო­ვი­ა­რო დღეს, არ არის მარ­თე­ბუ­ლი. მით უმე­ტეს გი­ფე­ბით, ზე­და­პი­რუ­ლად. ჩემი პი­რა­დი პო­ზი­ცი­ით, ზო­გა­დად ამ ფორ­მით მი­ლოც­ვა, არ არის კო­რექ­ტუ­ლი, რად­გან მოკ­ლე­ბუ­ლია სიღ­რმეს და ემო­ცი­ას" - გან­მარ­ტა მამა ლე­ვან ალა­დაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, დღეს სამ­წუ­ხა­რო რე­ა­ლო­ბა, რომ ადა­მი­ა­ნებს თავი ქრის­ტი­ა­ნე­ბად მი­აჩ­ნი­ათ, თუმ­ცა ქრის­ტი­ა­ნის ცხოვ­რე­ბით არ ცხოვ­რო­ბენ:

"გულ­და­სა­წყვე­ტია, როცა ადა­მი­ა­ნი თა­ვის თავს ქრის­ტი­ანს უწო­დებს და სი­ნამ­დვი­ლე­ში შორ­საა იმის­გან, რაც გვას­წავ­ლა ქრის­ტემ. მინ­და სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი აღ­ვნიშ­ნო - ჩვენ გვქვია ქრის­ტი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ვცხოვ­რობთ არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლად, წარ­მარ­თუ­ლად. თუ გვინ­და ვი­ყოთ ქრის­ტი­ა­ნე­ბი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­კი­თხოთ სა­ხა­რე­ბა, სა­ხა­რე­ბა არის ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო. უნდა დავ­ნერ­გოთ ის ცნე­ბე­ბი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რა­საც გვას­წავ­ლის უფა­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქრის­ტი­ა­ნი ეზი­ა­რე­ბო­დეს, ზი­ა­რე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ქრის­ტი­ა­ნი. ადრე უზი­ა­რებ­ლო­ბა იყო სას­ჯე­ლი და დღე­ვან­დე­ლი ადა­მი­ა­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ცხოვ­რობს უზი­ა­რებ­ლად, რაც რე­ა­ლუ­რად უდი­დე­სი სას­ჯე­ლია ქრის­ტი­ა­ნის­თვის... მინ­და ყვე­ლა მორ­წმუ­ნეს ვუ­თხრა, ვინც თავს მორ­წმუ­ნედ თვლის, ვი­საც წამს გუ­ლით, იკი­თხეთ სა­ხა­რე­ბა, ეზი­ა­რეთ, ილო­ცეთ...

მინ­და ვუ­სურ­ვო ყვე­ლა ქრის­ტი­ანს, ყვე­ლა ადა­მი­ანს ზი­ა­რე­ბო­დეს ქრის­ტეს მა­ცხოვ­ნე­ბელ, წმინ­და მო­ძღვრე­ბას, ქრის­ტეს წმინ­და სის­ხლს და ხორცს რაც არის კავ­ში­რი, ერ­თო­ბა ქრის­ტეს­თან და რის გა­რე­შეც ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი ვართ ეკ­ლე­სი­ა­საც და ქრის­ტე­საც..." - აღ­ნიშ­ნა მღვდელმსა­ხურ­მა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх