სასაფლაოს მიმართულებით უფასო ტრანსპორტი გორში რამდენიმე საათით, ხოლო სხვა ქალაქებში 2 დღის განამვლობაში იმოძრავებს

სტატიის ავტორი

აღდგომის მეორე დღეს, ორშაბათს მიცვალებულტა ხსოვნის დღეს, საფლავებზე გამსვლელ გორელებს უფასო ტრანსპორტი მოემსახურება. შეთანხმება გორის მერიასა და სატრანსპორტო კომპანიებს შორის უკვე შედგა.

უწყების პრესსამსახურში აზუსტებენ, რომ 29 აპრილს ავტობუსები და სამარშრუტო ტაქსები, იუსტიციის სახლის გადასწვრივ, თენგის ბურჯანაძის სახელობის სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან იმოძრავებს. მგზავრებს კვერნაქის სასაფლაომდე და პირიქით უფასოდ გადაადგილება შეეძლებათ.
ტრანსპორტი მუშაობას დილის 8 საათიდან დაიწყებს და შუადღემდე იმუშავებს. იმის გამო, რომ დღის მეორე ნახევარში სასაფლაოს ტერიტორიაზე საცობებია, საღამოს უფასო ტრანსპორტი აღარ ივლის.


რაც შეეხება რუსთავს. მუნიციპალიტეტის მერიის გადაწყვეტილებით, 28 და 29 აპრილს 8:00-დან 18: 30 საათამდე რუსთავის სასაფლაოების მიმართულებით უფასო ავტობუსები ივლიან.

მუნიციპალური ტრანსპორტი მგზავრებს სასაფლაოზე მე-12 და მე-19 მიკრორაიონებიდან, ქუთაისის ქუჩიდან, მარის არხის დასახლებიდან და ფიროსმანის ქუჩიდან გაიყვანს. რუსთავის სასაფლაოებისკენ მიმავალი ყვითელი ავტობუსები ჭყონდიდელის დასახლებაშიც გაჩერდებიან.

მართლმადიდებლური სამყარო აღდგომის დღესასწაულს კვირას, 28 აპრილს აღნიშნავს. ორშაბათს კი, 29 აპრილს, ტრადიციულად მოსახლეობა საფლავებზე გადის.


ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








0
თარიღი: 26-04-2019, 14:40
0
375

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх