„უნდა დავთესოთ სიხარული და დავეხმაროთ გაჭირვებულებს“ - სანდრა რულოვსმა ანაკლიაში ბავშვებთან ერთად სააღდგომო კვერცხი შეღება

სტატიის ავტორი

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი ანაკლიას ეწვია. სანდრა რულოვსმა ბავშვებთან ერთად სააღდგომო კვერცხი შეღება და პასკა გამოაცხო.

სანდრა რულოვსის თქმით, აუცილებელია დასრულდეს დაპირისპირება და მთავარი აქცენტი სიკეთესა და გაჭირვებულების დახმარებაზე უნდა გაკეთდეს.

„დღეს წითელი პარასკევია ყველაზე მძიმე დღე. დღეს, ჩვენ გვახსოვს, რომ ქრისტემ შესწირა თავი ადამიანების ცოდვებისათვის და უნდა გვახსოვდეს ეს მუდამ და უნდა გავაკეთოთ სიკეთე, უნდა დავთესოთ სიხარული და დავეხმაროთ გაჭირვებულ ადამიანებს“- განაცხადა რულოვსმა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх