რა ხდება წინასააღდგომოდ ბარზებში - „იძულებულები ვართ, პროდუქტები საღორეში ვიყიდოთ“ (ფოტოები)

სტატიის ავტორი

აღდგომის დღესასწაულამდე რამდენიმე დღე დარჩა. წითელ პარასკევს, აგრარულ ბაზრობებზე განსაკუთრებული ხალხმრავლობაა. ის, რაც ახლა დეზერტირების ბაზარზე და მის მიმდებარედ ხდება, ყოველგვარი გადამეტების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ საგანგაშოა.

რა ხდება წინასააღდგომოდ ბარზებში - „იძულებულები ვართ, პროდუქტები საღორეში ვიყიდოთ“ (ფოტოები)


ბაზრისკენ მიმავალ გზაზე, თამარ მეფის გამზირზე, მომხმარებლებს პირდაპირ ტროტუარზე დაყრილ მწვანილს სთავაზობენ. იგივე სურათია აგრარული ბაზრის ეზოშიც. არაესთეტიურობასთან ერთად, ასეთი მწვანილი ჯანმრთელობისთვის საშიშია!

რა ხდება ამ დროს დახურულ ბაზრობაზე?! ისეთი მალფუჭებადი პროდუქტისთვის როგორიც ხორცია, არც იქ არის დაცული ტემპერატურული რეჟიმი, თუ სანიტარული ნორმები. შესაწვავი გოჭები, რომლის ფასი 100-დან 150-ლამადე მერყეობს, დაბინძურებულ და გამორთულ, ღია მაცივარში ინახება.

გარეთ გამოსულს კი ასეთი სურათი დაგვხდა: შუახნის მამაკაცი საქონლის ენას, პირდაპირ ტროტუარზე ყიდის. სანიტარული ნორმები და ტემპერატურული რეჟიმი ამ შემთხვევაშიც დარღვეულია.

სააღდგომო პასკები და სხვადასხვა ფერის ჩურჩხელები შუაგულ მზეზე აწყვია.

ახალგაზრდა ქალბატონი, რომელიც დაკლულ სოფლის დედლებსა და ინდაურს ყიდდა, დიდი მონდომებით აქებდა პროდუქციას. ამ შექებაში ერთი დაკლული ინდაური დახლიდან მიწაზე გადმოუვარდა, ისევ დახლზე „შემოასკუპა" და ომახიანი ხმით განაგრძო პროდუქციის შექება.



ბაზარში არსებული პროდუქცია მეტად იაფია, ვიდრე - სუპერმარკეტების გაპრიალებულ თაროებზე განთავსებული პროდუქტები. ამიტომაც, მომხმარებლების სიუხვე სწორედ აგრარულ ბაზრებზე შეინიშნება. „პრაიმტაიმს" ერთ-ერთმა მყიდველმა განუცხადა, რომ კარგად იცის ჯანმრთელობის ფასი, მაგრამ იძულებულია „ძირს ნაყარი" პროდუქტები იყიდოს.

„აქ როგორ შეიძლება თავმოყვარე ადამიანი რამეს ყიდულობდეს, მაგრამ როცა შემოსავალი თავმოყვარეობას ვერ აჭარბებს იძულებულები ვართ, პროდუქტები საღორეში ვიყიდოთ. რა ჯანმრთელობაზეა ლაპარაკი, მაგრამ თვალი ხარბია და ხანდახან ჩვენც გვინდება ხორცი და ყველი, დღესასწაულებზე მაინც... 5 ლარად ტალახიანი ქათამი ვიყიდე, დიდხანს მოვხარშავ და იმედია, ბაქტერიები მოკვდება" - ამბობს 61 წლის მოქალაქე.

скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх