,,ცემა-ტყეპა იყო, ორმა ქალმა მესამე წიხლის ქვეშ გაიგდო" - რა მოხდა გორის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში

სტატიის ავტორი

სამი გორელი ქალი ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდა. შემთხვევა გორის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში მოხდა. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი სავარაუდოდ ეჭვიანობა გახდა. ფაქტს შეესწრნენ თვითმხილველებიც, რომლებიც აცხადებენ, რომ ორი ქალი მესამეს გამეტებით ურტყამდა.


,, თავიდან წყნარად ლაპარაკობდნენ, შემდეგ წივილ-კივილი ატეხეს და დავინახეთ როგორ გაიგდო წიხლის ქვეშ ორმა ქალმა მესამე. ცემა-ტყება იყო სანამ პოლიცია არ მოვიდა. შემდეგ სამართალდამცველებმა გააშველეს." - აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

მომხდარზე გამოძიება პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх