25 წლამდე ასაკის ბიჭი ჩამომხრჩვალი იპოვეს

სტატიის ავტორი

28 აპრილს, აღდგომის დღესასწაულზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითში 25 წლის კაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ის ჩამომხრჩვალი საკუთარ ეზოში იპოვეს.

„გურიის მოამბის“ ინფორმაციით, გარდაცვლილმა ნ.კ-მ თავი ბათუმში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ მოიკლა, სადაც თავად ფიგურირებდა.

„გასულ შაბათს, ნ.კ. სამსახურეობრივი ავტომანქანით ბათუმში 60 წლამდე მამაკაცს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ნ.კ-ს წინააღმდეგ დაღუპულის ოჯახის წევრებს პოლიციისთვის არ მიუმართავს: “უბედური შემთხვევა მოხდა. თან გარდაცვლილი ჩვენი სოფლის სიძე აღმოჩნდა. არ უჩივლა ოჯახმა და პოლიციას არ დაუკავებია ნ.კ, მაგრამ ისე იმოქმედა მასზე მომხდარმა, დილით საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი ნახეს”,- წერს “გურიის მოამბე“.

როგორც „დიანიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх