ეროვნულმა ბანკმა 1 მაისის ლარის კურსი დაადგინა

სტატიის ავტორი

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 1-ლი მაისისთვის დადგენილი კურსით, ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7029 ლარია. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.7007 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0022-ით გაუფასურდა.

ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.0300 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0067 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარის კურსი 0.0233-ით გაუფასურდა.

ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5132ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.4780 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0352 -ით გაუფასურდა.

თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.4536 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.4578 ლარი იყო. ლარი ლირასთან მიმართებით 0.0042-ით გამყარდა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх