ბინძური ძალა "ნაციონალების" სახით ცდილობს თქვენს გამოყენებას - „ოცნების“ მხარდამჭერები ბაჩანა შენგელიას დაუპირისპირდნენ

სტატიის ავტორი

ქართული ოცნების მხარდამჭერები ზუგდიდის მე-6 სკოლის გარდაცვლილი დირექტორის შვილს დაუპირისპირდნენ.

ბაჩანა შენგელია მისი გარდაცვლილი დედით პოლიტიკურ სპეკულაციაში დაადანაშაულეს.

შეტაკება სოფელ დარცელში მოხდა.

ქართული ოცნების აქტივისტები ამბობენ, რომ ია კერზაიას გარდაცვალებას ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და რაშიც მათ გარდაცვლილი დირექტორის შვილი - ბაჩანა შენეგელია, ეხმარება.

„თქვენ ხართ პატიოსანი კაცი. ბინძური ძალა, ნაციონალების სახით, ცდილობს თქვენს გამოყენებას,“ - ამ სიტყვებით მიმართეს ბაჩანა შენგელიას.

თავად შენეგელიას თქმით კი, ქართული ოცნების აქტივისტებმა დღეს მიზანმიმართული პროვოკაცია მოაწყვეს, რომლის მიზანიც მისი და მისი ოჯახი დისკრედიტაციაა.

„მე მაინტერესებს საქმის გამოძიება, ამაზე მელაპარაკეთ. ვინ რას იყენებს, ეს არ არის ჩვენი საქმე... ეს არის პროვოკაცია და თქვენი მესიჯბოქსი,“ - აღნიშნა შენგელიამ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх