საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გორის სოციალური მაცივარი გასასუფთავებელია - ადგილობრივები მის გაწმენდას ითხოვენ

personuser access_time2-05-2019, 11:59


გორელები სოციალური მაცივრის გაწმენდასა და მასზე სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ - ინიციატივა ირინა ბერკაცაშვილს ეკუთვნის. მან ამ საკითხზე წუხილი სოციალურ ქსელში გააჟღერა. მოქალაქე აღნიშნავს რომ მაცივარი, სადაც გაჭირვებული ადამიანებისთვის საკვებ პროდუქტს ალაგებენ დაბინძურებულია.
ის სათანადო დაწესებულებას სთხოვს შესაბამისი ზომები მიიღონ.


“გორში რომ სოციალური მაცივარი დგას ყველამ ვიცით. ძალიან მერიდება ამაზე რომ ვწერ, მაგრამ გუშინ ვნახე, საოცრად ბინძურია და ობია მოდებული. იქნებ მიხედოთ ვინც კურირებთ ან უფლება მომცეთ ვიპოვო ქალბატონი ვინც გახეხავს შესაბამისი ანაზღაურებით. ძალიან მერიდება ასე რომ ვწერ მაგრამ არ ვიცი კონკრეტულად ვის მივმართო. უბრალოდ უხერხულია იქ საჭმლის დადება, გაჭირვებულს პატივი უნდა ვცეთ. მაპატიეთ. ძალიან არ მინდოდა ამ თემაზე დამეწერა ასე საჯაროდ. თავს იმით ვიმართლებ რომ ისედაც ყველა ხედავს და დასამალი აღარაფერია.
პ.ს. ვიღაც იტყვის მიდი და გახეხე რას პოპულისტობო, არა ძვირფასებო,სხვისი პროექტია და არ მაქვს ამისი უფლება.რაღაც რომ დაუზიანდეს მე ვერ ვიყიდი ახალ მაცივარს. პროექტის ავტორებმა უნდა უზრუნველყონ მისი სისუფთავე“ - წერს საჯარო ჯგუფში ირინა ბერკაცაშვილი.

პროექტის ავტორია ახალგაზრდული ორგანიზაცია “დროა“. მათი ინიციატივით გორში სოციალური მაცივარი 2015 წლის დეკემბერში განთავსდა და მთლიანად გაჭირვებული ადამიანების დაპურებაზეა ორიენტირებული. ორგანიზაციის წევრები პრეტენზიებს არ იღებენ და ამბობენ, რომ მაცივრის დასუფთავება პერიოდულად ხდება.

“ქალბატონმა ირინამ ძალიან კარგად იცის რომ არავის პირადი საკუთრება არაამაცივარი. ისიც იცის ვინ გააკეთა, და თუ არ გაწმინდა, პირადად ჩვენთვის მოემართა. არ მგონია ასე მალე დავიწყებოდა ვინ დადგა და რა პირობებით. დადგმის დღიდან მოგიწოდებთ - ყველაა პასუხისმგებელი სისუფთავეზე , შევსებაზე , მენეჯმენტზე თქო, მაგრამ მაინც არავის გინდათ გაიზიაროთ ეგ პასუხისმგებლობა. მხოლოდ თითის გაშვერა - თურმე ბინძურია - ადვილია. ძალიან ხშირად ვწმენდთ და კი, ახლა ალბათ მართლა აღარ გაწმენდილა კაი ხანია. ვიზიარებთ პასუხისმგებლობას, მაგრამ ეგ თქვენ, დანარჩენ გორელებს არ გათავისუფლებთ თქვენი წილი სოციალური პასუხისმგებლობისგან რომ ისევე იზრუნოთ მასზე, როგორც "პროექტის ავტორები" ვზრუნავთ“- პასუხობს კატო ქოთოლაშვილი “დროას“ წარმომადგენელი.


მერია მაცივრის მოვლის საკითხში პასუხისმგებლობას იხსნის. მისი სისუფთავე თითოეულ გორელზეა დამოკიდებული.


ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია