საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გახარია – არის მცდელობები, რომ პოლიცია გახადონ მხარე

personuser access_time2-05-2019, 12:25


ყველას უნდა გვესმოდეს, პოლიცია არის ყველასი, პოლიციის, რეფორმების ძირითადი მიზანი არის, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, პოლიციის და პოლიციელების დისკრედიტაციების მცდელობამ სისტემატური ხასიათი მიიღო.

„რამოდენიმე სიტყვით მინდა, მოგმართოთ თითოეული პოლიციელისა და შსს-ს თითოეული თანამშრომლის სახელით სწორედ იმ საკითხებზე, რომლებიც მათ აღელვებთ. მოგეხსენებათ, რომ სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების პოლიტიზების ხარისხი არის საკმაოდ მაღალი, საკმაოდ მაღალი რადიკალიზაციის პირობებში ხორციელდება ჩვენი პოლიტიკური და სოციალური ცხოვრება. სამწუხაროდ, ზოგიერთ მხარეს აქვს მცდელობა, რომ ამ პროცესში პოლიცია გახადოს მხარე. შსს-ს პოზიციაა, რომ პოლიცია არის სრულიად აპოლიტიკური და ეფექტური ორგანო, შესაბამისად, როდესაც ასეთ მცდელობებს აქვს ადგილი, ყველას უნდა გვესმოდეს, პოლიცია არის ყველასი, პოლიციის რეფორმების ძირითადი მიზანი არის, რომ პოლიცია იყოს აპოლიტიკური. თითოეული პოლიციელისთვის მნიშვნელოვანი საკითხია გახლავთ ის, რომ სისტემატური ხასიათი მიიღო პოლიციისა და პოლიციელების დისკრედიტაციის მცდელობამ. ამ საკითხში, კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ეს იღებს კამპანიის ხასიათს და აქაც ყველამ ერთად უნდა გავიხსენოთ, რომ პოლიცია ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს და პოლიციის რეპუტაციას უნდა გავუფრთხილდეთ ყველა, რამეთუ, ეფექტური პოლიცია და მართლწესრიგი არის თითოეული მოქალაქის ინტერესში“, – განაცხადა გახარიამ.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია