საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გორის ბაღებში 09:30 სთ-ს შემდეგ ბავშვებს აღარ შეუშვებენ

personuser access_time3-05-2019, 10:49


გორის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან 09:30 სთ-მდე გადმოიწივს. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული დროისთვის გორის ბაგა-ბაღების კარი დაიკეტება და ბავშვებს აღარ შეუშვებენ.
გადაწყვეტილება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვის სააგენტომ მიიღო. ლია კოვზიაშვილის განმარტებით ახალი გრაფიკი, ბავშვების კვების რეჟიმიდან გამომდინარე განისაზღვრა.

“ბავშვებს ოთხჯერადი კვება აქვთ და დროის არასწორი განაწილების გამო ხშირად რეჟიმი ირღვევა. ბაღმა დილითვე უნდა დაითვალოს ბავშვები, შემდეგ მომზადდეს სათანადო რაოდენობის საუზმე. 12 საათზე უკვე წახემსება უწევთ და საუზმედან ხემსამდე ცოტა დროა. ზამთარში ძნელია პატარა გააღვიძო და ასე ადრე მიიყვანო ბაღში. ამიტომ არაფერს ვცვლიდით. ახლა დათბა და 9 საათიდან - 09:30 წუთამდე ყველა ბავში ადგილზე უნდა იყოს. მზე ადრე ამოდის, ადრე იღვიძებენ და ჯობია დროულად მივიდნენ ბაღში. აუცილებელია დროულად მოასწრონ კვება ბავშვებმა. ზამთარში ისევ 10-ზე დავიწყებთ“ - განაცხადა ლია კოვზიაშვილმა.


სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ დაგვინებული ბავშვი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიშვება, თუ მშობელი ბაღში წინასწარ დარეკავს, რათა მისი შვილი დამსწრეთა საერთო სიაში მიათვალონ.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია