საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


“ღმერთმა დაგვიფაროს სტიქიური უბედურებებისგან “- სეტყვის შემთხვევაში გორის მერია მოსახლეობას ვერ დაეხმარება

personuser access_time3-05-2019, 13:16


სეტყვით და ძლიერი წვიმის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას გორის მერია ვერ დაეხმარება. მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით, ნაკვეთები და მოსავალი სოფლად მცხოვრებლებმა წინასწარ უნდა დააზღვინ, სხვა შემთხვევაში საკუთარი ზარალის ანაზღაურება თავად მოუწევთ.
რაც შეეხება სარეზერვო ფონდს კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტი თანხებს მხოლოდ ღვარცოფებისა და მდინარეების ადიდების შემთხვევაში გამოყოფს.

“ღმერთმა დაგვიფაროს სტიქიური უბედურებებისგან, მაგრამ გეტყვით, რომ ბიუჯეტიდან თანხები მხოლოდ მასშტაბური ზარალის ასანაზღაურებლად გამოიყოფა. სეტყვით მიყენებული ზარალი სადაზღვეო კომპანიებმა უნდა აანაზრაურონ. თუ დაზღვევით არ სარგებლობს მოსახლეობა, მაშინ თავად“ - განაცხადა გორის მერმა.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია