საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"ეს დღე ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს" - 17 მაისს ლგბტქი თემი ღონისძიებებს არ მართავს

personuser access_time3-05-2019, 16:00


17 მაისს ლგბტქი თემი ღონისძიების გამართვას არ გეგმავს, რადგან, როგორც ამბობენ, "ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე პოლიტიკურმა და რელიგიურმა ექსტრემისტულმა ჯგუფებმა მიისაკუთრეს და ლგბტქი ადამიანებისთვის ქუჩაში უსაფრთხო სივრცე აღარ დატოვეს".

პრაიდის კვირეული თბილისში 18-23 ივნისს გაიმართება - ივნისი მსოფლიოში ლგბტ სიამაყის დღეა.

ქვიარ აქტივისტი, თბილისი პრაიდის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გვანცა ძერყორაშვილი ტაბულასთან ამბობს:

"2012 წლიდან, საქართველოში, ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსენდერ და ქვიარ ადამიანებს გამოხატვის თავისუფლება შეზღუდული გვაქვს, ჩვენ, ღირსების მარშის მეშვეობით, ამ უფლების აღდგენას ვითხოვთ. ჩვენ გვჯერა ადამიანთა თანასწორობის და განსხვავებული სქესის, გენდერის, სექსუალური ორიენტაციისა თუ თვალის ფერის მიუხედავად, შევძლებთ მშვიდობიანად და ღირსეულად ვიცხოვროთ ჩვენს ქვეყანაში.

ქვიარ ადამიანებს საქართველოში ყოველდღიური ბრძოლა გვიწევს გადარჩენისთვის, პრაიდის კვირეული შესაძლებლობაა რომ წართმეული უფლებები დავიბრუნოთ და ჩვენს პრობლემებზე ხმამაღლა ვისაუბროთ.

თუმცა, პრაიდის დღეს მოსალოდნელი მომატებული საფრთხეებიდან გამომდინარე, მოვითხოვთ სახელმწიფოსგან, რომ უზრუნველყოს მშვიდობიანი მოქალაქეების შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. მიუხედავად იმისა, რომ პრაიდის გუნდმა მუშაობა სწორედ რისკების ანალიზისა და უსაფრთხოების სტრატეგიის გეგმის შემუშავებით დაიწყო, მოქალაქეების უსაფრთხოებაზე მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ სახელმწიფოს აკისრია".

თბილისი პრაიდის კვირეული 18-23 ივნისის ჩათვლით გაიმართება. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო კონფერენცია, სოციალური სპექტაკლი “კაფკას მეტამორფოზა” და ბოლო დასკვნითი ნაწილი “ღირსების მარში”, რომელიც თბილისის ერთ-ერთ მთავარ ქუჩაზე გაიმართება.



თბილისი პრაიდის ცნობით, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიიღეს დაპირება, რომ ყველაფერი გაკეთდება, რათა 18-23 ივნისს დაგეგმილი კვირეული და "ღირსების მარში" მშვიდობიანად ჩატარდეს.

თუმცა, მომდევნო დღეს შს მინისტრმა, ნათია მეზვრიშვილმა თქვა, რომ უწყება უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს ხედავსскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია