საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


თუ გიორგი ქობულია დაარღვევს სიჩუმეს და რამე დამატებით სიახლეს იტყვის, ურეაქციოდ ვერ დავტოვებთ - რომან კაკულია

personuser access_time6-05-2019, 13:17


თუ გიორგი ქობულია დაარღვევს სიჩუმეს და რამე დამატებით სიახლეს იტყვის, ურეაქციოდ ვერ დავტოვებთ - ეს განცხადება, "ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა რომან კაკულიამ გააკეთა. კაკულია ეკონომიკის მინისტრის მიერ, "შაბათის კურიერისთვის" მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა.

„შაბათის კურიერთან“ ქობულიამ იმ მოთხოვნებზე ისაუბრა, რასაც მთავრობის და პარტიის ხელმძღვანელები მის მიმართ ახმოვანებდნენ. ქობულიას თქმითვე, ძლიან ბევრი პროექტის განხორციელება დროში ჭიანურდებოდა, რომელსაც მოსახლეობისთვის სარგებლის მოტანა შეეძლო. მან ასევე პარლამენტში წარდგენის და მოხსენების გაკეთების მზაობა გამოხატა.

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის განცხადებების მოსმენის შემდეგ, რომან კაკულია ამბობს, რომ თუ გიორგი ქობულია გეგმავს დამატებითი განმარტებების გაკეთებას, მაშინ მის განცხადებებს დეპუტატები ურეაქციოდ არ დატოვებენ.

„მე პირადად, ბატონ ქობულიასთან პრობლემები არ მქონია. ხედვებს რაც შეეხება, ის მოვიდა პარლამენტში, წარმოადგინა თავის ხედვა და მე ვფიქრობ, რომ ის მიზანმიმართულად ამას მიყვებოდა. რადგან პრემიერმა ჩათვალა საჭიროდ, რომ მეტი დეტალების გახმოვანება მათ შორის შემდგარ საბოლოო გადაწყვეტილებაზე არ იყო საჭირო, დავტოვეთ ეს მის პრეროგატივად. მაგრამ თუ ბატონი ქობულია დააპირებს, რაღაც დამატებითი ინფორმაციების გაჟღერებას, თავისთავად ცხადია ეს გახდება საფუძველი დამატებითი კითხვების. ამაში არაბუნებრივი არაფერია და მე ვფიქრობ, რომ ეს სიჩუმე თუ მათი ორმხრივი შეთანხმების საგანი არ არის და ქობულია დაარღვევს ამ სიჩუმეს და რამე დამატებით სიახლეს იტყვის, ახლა, ურეაქციოდაც ვერ დავტოვებთ,“ - განაცხადა კაკულიამ.скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია