საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


მარტა ბიბილაშილმა თანამდებობა დატოვა - ვინ არის მისი შემცვლელი

personuser access_time6-05-2019, 15:55


ა(ა)იპ გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ პოსტზე გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ლაშა ხმალაძე დანიშან. სააგენტოს დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მარტა ბიბილაშვილმა თანამდებობა დატოვა. ლაშა ხმალაძე დირექტორად დანიშვნამდე სტრატეგიული განვითარების სააგენტოში ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
თანამდებობიდან წასვლის მიზეზი Dianews.ge -მ მარტა ბიბილაშვილს ჰკითხა:

“თანამდებობიდან წასვლის შესახებ მერს წერილობით მივმართე და დასტურის შემდეგ დავტოვე საჯარო სამსახური. სხვა შემოთავაზება მქონდა და უკვე დავიწყე მუშაობა არასამთავრობო ორგანიზაციაში People in Need (PIN) - მიგრანტთა რეინტეგრაციის მხარდაჭერის პროექტის მენეჯერად“- გვითხრა მარტა ბიბილაშვილმა.

მარტა ბიბილაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში 2016 წლის ივლისიდან მუშაობდა. სწორედ მისი აქტიური მუშაობის მონაპოვარია რამდენიმე უმსხვილესი უცხოური გრანტი, რომელიც გორის ინფრასტრუქტურის განვითარებას ემსახურება.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია