საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


გორიჯვრის სალოცავი 6 თვით გაიხსნა - ფოტორეპორტაჟი წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან

personuser access_time6-05-2019, 17:01


მართლმადიდებელი ეკლესია 6 მაისს წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეს აღნიშნავს. გიორგობის დღესასწაულს გორელები გორიჯვრის მოლოცვას იწყებენ.




წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში მრევლი მოსალოცად დილიდანვე შეიკრიბა. თუმცა ამას წინ, ღამისთევით საღვთო მსახურება უძღვოდა. მორწმუნეები გზას ტაძრამდე ხშირად ფეხშიშველები გადიან.














ერთ-ერთ უძველეს ტრადიციას ღვთისთვის შეთქმული ცხვრისა და მამლის დაკვლა წარმოადგენს. ამიტომაც, ტაძრამდე მიმავალ ადამიანებს ხშირად, ყელზე თოკგამობმულ ცხვრებთან ან, საგულდაგულოდ გაკოჭილ მამლებთან ერთად შეხვდებით.













აქვე შეხვდებით ცხოველთა სასაკლაოსაც. სადაც დღის ბოლოს ხშირად სისხლი მდინარეები მიედინება.






6 მაისს სასწაულმოქმედი წმინდანის აღსრულების დღეს, გორიჯვრის სალოცავი იხსნება და მისი მოლოცვა მრევლს, 23 ნოემრის ჩათვლით, დღესასწაულის ყოველ სწორ დღეს შეეძლება. მორწმუნეები ტაძარში შესვლამდე მას სამჯერ შემოუვლიან და შემდეგ ანთებენ სანთლებს. მამაო კი, ხატებს და ჯვრებს, წყალთან, პურთან და ღვინოსთან ერთად აკურთხებს.






















გორიჯვარს ავადმყოფთა განკურნების სასწაულმოქმედ ძალას მიაწერდნენ. ვისაც გორიჯვრის წვერზე, ეკლესიასთან არ შეეძლო ასვლა, ის გორის ძირში მდგომ გორიჯვრის ნიშთან ლოცულობდა. დღეობაზე ბაზრობაც იმართებოდა. 1920 წელს გორიჯვრის ეკლესია მიწისძვრამ დაანგრია, მაგრამ მორწმუნე მოსახლეობა გორიჯვრობას კიდევ დიდხანს დღესასწაულობდა.














ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია