საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“დავით გარეჯის ტერიტორიაზე დღეიდან პატრულირებას იწყებს

personuser access_time7-05-2019, 11:01


ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“-ს წევრები დღეიდან დავით გარეჯის ტერიტორიაზე პატრულირებას იწყებენ. ადგილზე ვითარებას დააკვირდებიან საგარეჯოში მცხოვრები მოქალაქეები.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის დამფუძნებელი დავით ქაცარავა ხელისუფლებას არსებული ვითარების გამოსასწორებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

„საგანგაშო და ასე ვთქვათ ყურადსაღები იყო ის ფაქტი, რომ როდესაც მესაზღვრეებმა დაკეტეს აღდგომის ტაძართან მისასვლელი ბილიკი, სამი დღის განმავლობაში სრული ინფორმაციული ვაკუუმი იყო, ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი დაკვირვება, მონიტორინგი, ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხით, რომ საზოგადოება მუდმივ საქმის კურსში ვამყოფოთ იმასთან დაკავშირებით თუ რა ვითარება იქნება დავით გარეჯში,“-განაცხადა დავით ქაცარავამ.

შეგახსენებთ, რომ ვითარება დავით გარეჯში რამდენიმე კვირის წინ დაიძაბა. აზერბაიჯანული მხარის გადაწყვეტილებით, სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზა აზერბაიჯანელმა სამხედროებმა ჩაკეტეს. ოთხი დღის განმავლობაში მოქალაქეები, ტურისტები აღდგომის ტაძართან მისვლას ვერ ახერხებდნენ. მოგვიანებით გზა გაიხსნა, თუმცა ამ დრომდე იმყოფებიან ტერიტორიაზე აზერბაიჯანელი სამხედროები. არსებული ინფორმაციით, 15 მაისამდე გზა შესაძლოა ისევ ჩაიკეტოს.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია