გამობეჭდეგაუგზავნე მეგობარსეს ჰომოფობიის მხარდაჭერას ნიშნავს, - მშვენიერაძე „სუხიშვილების“ გადაწყვეტილებაზე

სტატიის ავტორი

ცუდია, რომ ამ კონცერტში ნინო სუხიშვილი მიიღებს მონაწილეობას. ზოგადად, საპატრიარქოს მიერ გამართულ კონცერტში ცუდი არაფერია, მაგრამ ცუდია. რომ ეს კონცერტი იმართება 17 მაისს იმიტომ, რომ შეზღუდულიყო უმცირესობების უფლებები საქართველოში და ამ კონკრეტული ღონისძიების მხარდაჭერა ნიშნავს სინამდვილეში ჰომოფობიის მხარდაჭერას", - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" წარმომადგენელი გიორგი მშვენიერაძე

მშვენიერაძემ აღნიშნა, რომ ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ „ფეისბუქზე" პოსტიც დაწერა

„ფეისბუქზე" პოსტი დავწერე და ვთქვი, რომ სამწუხარო იქნება და გული დამწყდება, თუ 17 მაისს საპატრიარქოს მიერ გამართულ კონცერტში ნინო სუხიშვილი მიიღებს მონაწილეობას, თუმცა მე მას პირადად არ ვიცნობ", - განუცხადა მშვენიერაძემ „რეზონანსს"

იგი ასევე თვლის, რომ ოჯახის სიწმინდის დღე, ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღის კონტრ დღესასწაულია.

„17 მაისი არის ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღე. ამ დღეს საპატრიარქომ გადაწყვიტა კონტრ დღედ გამოეცხადებინა. რეალურად, ამ დღის დაწესება ოჯახის სიწმინდის დღედ არის კონტრ დღესასწაული ჰომოსექსუალი ადამიანების წინააღმდეგ. თუკი ადამიანი პატივს სცემს თანასწორობის იდეას და ამბობს, რომ ეს ქვეყანა თანასწორად ეკუთვნის ყველა ადამიანს, მაშინ, ბუნებრივია, არ უნდა მიიღო მონაწილეობა იმ ღონისძიებებში, რომელიც მიმართულია სწორედ უმცირესობების წინააღმდეგ", - აცხადებს მშვენიერაძე.

ორშაბათს, ნინო სუხიშვილმა საპატრიარქოს ტელეარხ „ერთულოვნებაზე" განაცხადა, რომ ყველა ადამიანის მიმართ ტოლერანტულია, არის მართლმადიდებელი და დგას იქ, სადაც ეკლესიაა.

„სამების წინ კონცერტი, საერთოდ სამების სავანე, როგორც ვთქვით, ეს არის ჩვენი თვითმყოფადობის, სულიერების და კულტურული მემკვიდრეობის აღორძინების ადგილი. ამიტომ იქ კონცერტი ჩემთვის არანაირი ძალადობა არ არის და არანაირი აგრესია არავის მიმართ.

„ჩემთვის პატივია სამების წინ კონცერტში მონაწილეობის მიღება. თან მე ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი და თამამად ვაცხადებ, რომ ვდგავარ იქ, სადაც ჩემი ეკლესია დგას. ჩვენ არავის მიმართ არანაირ აგრესიას არ ვიჩენთ, პირიქით, ტოლერანტულები ვართ ყველას და ყველაფრის მიმართ და ჩემთვის საერთოდ ეკლესია არის სიკეთე და სიყვარული, ღმერთი არის სიყვარული და არ მესმის რატომ მოიაზრება ეს აგრესიად.

„რასაკვირველია, კი, რაღაც ინციდენტების გამო, ალბათ, არის ეს დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ, მაგრამ ცუდი და კარგი და ბოროტი და კეთილი ყველგან არის, ერშიც და ბერშიც", - აცხადებს ნინო სუხიშვილი.

საქართველოს საპატრიარქომ 2013 წელს 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. მსოფლიო ამ დღეს, 2004 წლიდან მოყოლებული, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღედ აღნიშნავს.

(რეზონანსი)скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх