თქვენს გამო ჩემს საქმეს არ გავაფუჭებ - მაჩალიკაშვილი ადვოკატების გარეშე კომენტარს არ აკეთებს

სტატიის ავტორი

მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ კარავში იმყოფება და ადვოკატების გარეშე მედიასთან კომენტარს არ აკეთებს.

ის ამბობს, რომ სუსის ბრალდება აბსურდულია.

სუსის მიერ გასაჯაროებული ჩანაწერის ფიგურანტი, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, ჰუსეინ მაჩალიკაშვილი ამ წუთებში სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურში იკითხება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობასთან იმყოფება, მალხაზ მაჩალიკაშვილის მეუღლე, რომელიც ვახტანგ გომელაურთან შეხვედრას ითხოვს.

მედეა მარგოშვილი არ გამორიცხავს, რომ სუსის მიერ ცოტა ხნის წინ გაჟღერებული ბრალდების შემდეგ მისი მეუღლე, მალხაზ მაჩალიკაშვილი დააკაონ.

სუსის ინფორმაციით, მალხაზ მაჩალიკაშვილმა უწყების მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის მკვლელობა საკუთარ ძმისშვილს, მორის (ჰუსეინ) მაჩალიკაშვილს შეუკვეთა.

ცნობისთვის, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ქალაქ თბილისში პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, 2018 წლის 31 მაისს მალხაზ მაჩალიკაშვილის მიერ საჯაროდ გაკეთებული მუქარის შემცველი განცხადება, რომლის თანახმადაც იგი და მასთან მყოფი პირები, რომლებსაც, მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით ფიცი ჰქონდათ მიცემული, მზად იყვნენ, შეეღწიათ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში და თავი აეფეთქებინათ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх