საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,ორი შვილი დარჩა, როგორც გავიგეთ გარდაცვლილის ცხედარიც მისმა შვილმა ნახა" - ხაშურში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები

personuser access_time9-05-2019, 20:53


ხაშურში თამარ მეფის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ,,დიანიუსისთვის" დამატებითი ინფორმაცია ხდება ცნობილი. როგორც ,,დიანიუსის" კორესპონტენტს ადგილობრივები უყვებიან სავარაუდოდ ქმარმა 45 წლამდე ასაკის ცოლი ჯერ-ჯერობით გაურკვეველი საგნის ჩარტყმით მოკლა და ადგილიდან მიიმალა. გარდაცვლილს სახლში 2 შვილი დარჩა.


,,არ ვიცით ზუსტად რა მოხდა, თუმცა როგორც გავიგეთ ქმარმა მოკლა რაღაცა გაურკვეველი საგნის ჩარტყმით და ადგილიდან მიიმალა. ამ ქალს ორი შვილი დარჩა. როგორც გავიგეთ გარდაცვლილის ცხედარიც მისმა შვილმა ნახა. თამარ მეფის ქუჩაზე ცხოვრობდნენ ჩაკეტილი ოჯახი იყო. გვარათ კლიმანცოვები არიან .ჩვენც არაფერი არ ვიცით ჯერ დაზუსტებით." -აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი ,,დიანიუსთან" საუბრისას

ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით მომხდარზე გამოძიება 108 მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


შენიშვნა: ფოტო არ ასახავს ადგილზე არსებულ ვითარებასскачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია