“ლონდონი უამრავ საინტერესო ადგილს იტევს, აქ ყოფნისას ადამიანს ამოუხსნელი გრძნობა ეუფლება“ - ნიკა გაბლიშვილის შთაბეჭდილებები სამეფო ქვეყნიდან

სტატიის ავტორი

ტელეკომპანია “დია“-ში ჟურნალისტად უკვე წლებია ვმუშაობ და ევროკავშირის კონკურსის გამარჯვებულის სტატუსით ლონდონში ვიმყოფები. მიმდინარე წელს, სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში, ამ ნაშრომით - “ზარდო და მისი იმედი ლუდა“. მოვიპოვე.
ინგლისში 20 აპრილს გავემგზავრე და ახლა მინდა სამეფო ქვეყანაში მიღებული შთაბეჭდილებები გაგიზიაროთ.


“ინგლისის დედაქალაქის მონახულება მხოლოდ იმიტომ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, რომ ეს შერლოკ ჰოლმსის სამყაროა. უამრავი საინტერესო მუზეუმი, ისტორიული ადგილები და გემრიელი ლუდი. რომ მკითხოთ, რა მომწონს ლონდონში ყველაზე მეტად გიპასუხებთ: ლონდონი, ისევე როგორც სხვა ყველა მეგაპოლისი, უამრავ საინტერესო ადგილს იტევს, აქ ყოფნისას ადამიანს ამოუხსნელი გრძნობა ეუფლება. ეს ხომ ევროპული ცივილიზაციის ერთ-ერთი კერაა. აქ ტრადიციებს, როგორც მითხრეს დიდ პატივს სცემენ. ადგილობრივების მონათხრობის მიხედვით, სხვანაირი ვერ იქნებოდა ეს ქალაქი - ტრადიციული სამეფოს დედაქალაქი თავისი დედოფლითა და სამეფო ოჯახით. პიველი რისი ნახვაც ლონდონში ჩასვლისთანავე მომინდა სწორედ დიდი ბრიტანეთის დედოფლის ოფიციალური რეზიდენცია, ბუკინგემი სასახლე იყო, რომელიც ლონდონის ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული ნაგებობაა და ის ბრიტანეთის დედაქალაქის უმთავრეს კლასიკურ ღირშესანიშნაობად მიიჩნევა.



რა თქმა უნდა, როდესაც ლონდონის ღირსშესანიშნაობებზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია, არ გაგახსენდეს “ბიგ ბენი“. თითქმის ყველა ტურისტი, რომელიც ლონდონს სტუმრობს, ცდილობს საათის კოშკის ფონზე გადაიღოს ფოტოსურათი, გამონაკლისი არც მე ვიყავი. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ კოშკს სარეაბილიტაციო სამუშაოები უტარდება “ბიგ ბენი“ მხოლოდ ერთ მხარეს მოსჩანს.



შთაბეჭდილებების გასაძლიერებლად, მოვინახულე ლონდონის გული, რომელიც ქალაქის დასათვალიერებლად ათვლის წერტილად მიიჩნევა, ერთგვარი ქალაქია ქალაქში, ცალკე ადმინისტრაციული ერთეულითა და თვითმმართველობით, რომელიც შუასაუკუნეებიდან დღემდე შემორჩა.



კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი, რომლის სანახავადაც გავეშურე, თაუერის ხიდია. მას ისინიც კი სცნობენ, ვისაც ინგლისში არ უმოგზაურია, მეც მასე ვიცანი. ყოველდღე ლონდონელები ისე გაივლიან ხოლმე მასზე, რომ შესაძლოა თვალიც არ შეავლონ და არც კი დაფიქრდნენ მის წარმოშობაზე. იქ დღის განმავლობაში უამრავი ვიზიტორი მიდის



ალბათ ყველას სმენია, იმ უნიკალური კარუსელის შესახებ, რომელსაც ლონდონის თვალი ჰქვია. მისი სიმაღლე, როგორც მითხრეს 130 მეტრზე დიდია. კარუსელი ერთ ბრუნს 30 წუთს ანდომებს. რკინის ამ კონსტუქციაზე სულ 32 ვაგონია და თითოეული 25 ადგილიანია. ლონდონის თვალს წელიწადში 3 მილიონი ადამიანი სტუმრობს. უდიდესი რიგის გამო ატრაქციონით ვერ ვისარგებლე და იმედი დავიტოვე, რომ ამას შემდეგ ვიზიტზე, რომელიც ჯერ არც კი ვიცი როდის იქნება, შევძლებ.



ლონდონი შოპინგის ქალაქიცაა. ქალაქის ცენტრში არსებული სხვადასხვა ბრენდის მაღაზიები ყველა მსურველის მოთხოვნას აკმაყოფილებს. ამ ადგილას, დღის ნებისმიერ მონაკვეთში, ფულის დახარჯვის მსურველი ძალიან ბევრია. გარდა ამისა, ლონდონში ნებისმიერი გემოვნების მქონე ტურისტისთვის შესაფერისი უამრავი რესტორანი, კაფე თუ ბარია.



სიძვირის მიუხედავად, ლონდონი საცხოვრებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ქალაქია. როგორც უკვე დავრწმუნდი, დიდი ბრიტანეთის დედაქალაქს უამრავი რამის შემოთავაზება შეუძლია. ბევრი, რომ აღარ ვისაუბრო, ლონდონი ეკონომიკის, ხელოვნების, და მოდის ქალაქია.



ავტორი: ნიკა გაბლიშვილი. მასალა მომზადებულია მშვიდობის ჟურნალისტიკაში EUMM - ის 2018 წლის სპეციალური პრიზის ფარგლებში.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх