საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


„ შესაძლოა, ეს ყოფილიყო ასპირაცია - ანუ პირნაღები მასებით გარდაცვალება”- ექიმის კომენტარი გორში დატრიალებულ ტრაგედიაზე

personuser access_time10-05-2019, 15:54


გორში 6 თვის ჩვილი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ,,იავნანას" ექიმის“ ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ჩვილი საავადმყოფოში სიცოცხლესთან შეუთავსებელი ნიშნებით შეიყვანა.

,,ჩვენს კლინიკაში ასეთი ტრაგიკული შემთხვევა აღინიშნა. გამოძახების ადგილზე მისვლისას 6 თვის ჩვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადას უკვე გარდაცვლილი დახვდა. ჩვენთან გოგონა შემოყვანილი იქნა სასწრაფო დახმარების მიერ. მას სასიცოცხლო ნიშნები არ აღენიშნებოდა. როგორც გვაქვს ინფორმაცია, მშობლებისგან, ის სრუილიად ჯანმრთელი ბავშვი იყო. ჩემი ინფორმაციით, ბავშვს ეძინა, სწორედ ძილის პროცესში ნახეს გარდაცვლილი. სავარუდო მიზეზი ძნელია დაასახელო, თუმცა, როგორც ექიმი ვფიქრობ, რომ შესაძლოა, ეს ყოფილიყო ასპირაცია - ანუ პირნაღები მასებით გარდაცვალება. ბუნებრივია ბავშვის გარდაცვალების მიზეზები ექსპერტიზამ უნდა დაადფინოს." - აცხადებს იავნანას ექიმი მარინა ღარიბაშვილი.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 116 მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია