საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ავტოსაგზაო შემთხვევა - რვა დაშავებულიდან ექვსი არასრულწლოვანია

personuser access_time11-05-2019, 18:31


ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ხაშურში რვა ადამიანი დაშავდა. ,,დიანიუსის" ინფორმაციით, შემთხვევა ხაშური-ბორჯომის მონაკვეთზე, ცხრამუხასთან მოხდა. საქორწინო ესკორტის მანქანების შეეჯახების შედეგად დაშავებული 6 ადამიანი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა გორმედის ქსელის ხაშურის კლინიკაში გადაიყვანა.

დაშავებულებიდან ხუთი არასრულწლოვანი, ხოლო ერთი 27 წლის მამაკაცია. ექიმ-ტრამვატოლიგის გიორგი ხაჩიძის თქმით, ხუთ პაციენტს ამბულატორიული დახმარება გაეწია და კლინიკადან ცოტა ხნის წინ გაეწერა, ხოლო 17 წლის მოზარდი ამ დრომდე სტაციონარში რჩება. ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდას ტრამვა ქვედა კიდურის არეში აქვს მიღებული.

რაც შეეხება კიდევ 2 დაშავებულს, დედა-შვილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხაშურის ,,ევექსის" კლინიკაში გადაიყვანა. როგორც ,,დიანიუსს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, არასრულწლოვანი თავს კარგად გრძნობდა და ის სტაციონარიდან უკვე გაეწერა, რაც შეება ახალგაზრდა ქალს, ის ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ექიმების ინფორმაციით, არცერთი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება.

როგორც ,,დიანიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების ჯანმრთელობას ზიანი მიაყენა.скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია