საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი“ -პრემიერი მახათას მთაზე სიტყვით გამოსვლაზე

personuser access_time13-05-2019, 16:30


პრემიერ-მინისტრის გამოსვლა მახათას მთაზე, რომელიც განხილვის თემად იქცა. მამუკა ბახტაძის სიტყვით გამოსვლისას ხმა შენელებული იყო და წყდებოდა. მომხდარმა საზოგადოების გარკვეულ ნაწილში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

მამუკა ბახტაძის თქმით, მომხდარ ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს და შესაბამისი რეაგირება იქნება. პრემიერი ამბობს, რომ მომხდარის ყველა ნიუანსში პირადად გაერკვევა.

პრემიერის გამოსვლის ტრანსლირებას საზოგადოებრივი მაუწყებელი ახდენდა. მომხდარზე პირველმა არხმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ტრანსლაციის დროს ტექნიკური წუნი დაფიქსირდა.

“აუცილებლად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება, როდესაც დასრულდება მოკვლევა. მოკვლევა მიმდინარეობს და მე გარწმუნებთ, რომ თითოეულ ნიუანსში პირადად გავერკვევი და შესაბამისი რეაქციაც მექნება“ - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძემ მომხდართან დაკავშირებით, განმარტება გუშინვე გააკეთა. მან ტექნიკურ ხარვეზებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი გამოსვლა მითქმა-მოთქმის საკითხი სწორედ ტექნიკური წუნის გამო გახდა.скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია