საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


9 წლის ნანიკო ბერიაშვილი ხელით გაგუდეს - რა დაადგინა ექსპერტმა გორში სასტიკად მოკლული ბავშვის საქმეზე

personuser access_time14-05-2019, 02:09


9 წლის ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის ნანა გუგუტიშვილის განცხადებით, ბავშვის სიკვდილის მიზეზი კისრის მიდამოში ხელის მოჭერით გაგუდვაა. გოგონას მთელს სხეულზე დაზიანებები ჰქონდა.

პროკურორის თქმით, ნანიკო ბერიაშვილის მკვლელობაში ბრალდებული იაგო ნებიერიძის სასამართლო პროცესზე დღეს გამომძიებელი და სასამართლო სამედიცინო ექსპერტი დაიკითხნენ. პროკურორის თქმით გოგონას სხეულზე არსებულ დაზიანებებთან დაკავშირებით ექსპერტმა პროცესზე დეტალურად ისაუბრა

„გოგონას მთელ სხეულზე, კიდურებზე და სხეულის თითქმის ყველა ნაწილზე, თავზე, სახის არეში აღენიშნებოდა დაზიანებები. მისი სიკვდილის უშუალო მიზეზია ასფიქსია, ანუ კისრის მიდამოებში ხელის მოჭერის შედეგად მისი გაგუდვა. ეს გახლავთ უშუალოდ სიკვდილის მიზეზი. ასევე, თავის არეში აღენიშნებოდა მკვრივი ბლაგვი საგნით მიყენებული დაზიანება, რომელიც სიცოცხლისთვის სახიფათო იყო და რამაც ქალას მოტეხილობა, თავის ტვინში ტრავმული სისხლჩაქცევა გამოიწვია." - განაცხადა ნანა გუგუტიშვილმა.скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია