საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


Dianews.ge-ს მიერ მომზადებული მულტიმედია მასალა media.ge-ს მიერ არჩეულ სამ საუკეთესო ნაშრომს შორისაა

personuser access_time14-05-2019, 12:08


Dianews.ge-ს მიერ მომზადებული მულტიმედია მასალა, რომელიც გორში, ვერხვების დევნილთა დასახლებში მცხოვრებთა პრობლემას ეხებოდა media.ge-ს მიერ არჩეულ სამ საუკეთესო ნაშრომს შორის მოხვდ


მასალაში ვრცლადაა გადმოცემული, ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების ახალი პრობლემა. უფრო კონკრეტულად კი, დევნილები საგაზაფხულო სამზადისს წელსაც შეუდგნენ, ბევრმა მათგანმა მიწა უკვე დაამუშავა, თუმცა ჯერ არ იციან რა ბედი ეწევა მათ ნათესებს და ვინ აიღებს მათ მოსავალს. მათ მიწები ოფიციალურად არ ეკუთვნით და სამუშაოდ მისულებს ნაკვეთი, რომლითაც წლების მანძილზე სარგებლობდნენ, დახნული და დათესილი დახვდათ. მოგვიანებით გაარკვიეს, რომ გორის მუნიციპალიტეტმა მიწები პირდაპირი მიყიდვის წესით გაყიდა, ისე რომ დევნილებისთვის არაფერი უცნობებია და შეუთანხმებია.

Dianews.ge- მ მულტიმედია მასალა, “ინტერნიუსთან“ პარტნიორობით, რეგიონული პროექტის „დამოუკიდებელი მედიის გაძლიერება ევროპასა და ევრაზიაში“ ფარგლებში მოამზადა.

პროექტი ხელს უწყობს ფაქტებზე დაფუძნებულ გაშუქებას, მედია საშუალებების სარედაქციო დამოუკიდებლობას და გამოხატვის თავისუფლებას.

კონკურსის წესით შერჩეული მედიაორგანიზაციები ამზადებენ და ავრცელებენ ადგილობრივ საჭიროებებზე ადაპტირებულ და მრავალფეროვან მულტიმედიურ საინფორმაციო კონტენტს.

ავტორი: თათია გოგოლაძეскачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია