საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ვიტალი საფაროვის სასტიკი მკვლელობა - "მოწმემ ისაუბრა, როგორ მოხდა მკვლელობა და ვინ მონაწილეობდა დანაშაულში"

personuser access_time14-05-2019, 16:39


ვიტალი საფაროვის სასტიკი მკვლელობა - თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს.

საფაროვის ოჯახის ადვოკატის თქმით, დღეს დაიკითხა მოწმე, რომელმაც დეტალურად ისაუბრა, როგორ მოხდა მკვლელობა და ვინ მონაწილეობდა უშუალოდ სასტიკ დანაშაულში.

„მოწმემ ძალიან ნათლად აღწერა ის ფაქტობრივი გარემოებები, რაც ადგილზე მოხდა. მიუთითა სასამართლოს ყველა დეტალზე, თუ როგორ მოკლეს ვიტალი საფაროვი, ვინ იღებდა მონაწილეობას. მოწმემ თავად აღიარა, რომ დანაშაული დამალა. ეს ჩვენება დანაშაულის დაფარვის ნიშნებს შეიცავს. ეს ერთ-ერთი ცენტრალური მოწმეა. ვფიქრობთ, რომ არის საკმარისი მტკიცებულებები რომ განაჩენი ბრალდების მხარის სასარგებლოდ დადგეს" - აღნიშნა საფაროვის ოჯახის ადვოკატმა.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია