საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ასეთი ადამიანები ღუპავენ ქვეყანას - ოთო ნემსაძე ნიკა გვარამიას პასუხობს

personuser access_time15-05-2019, 14:22


მომღერალი ოთო ნემსაძე „რუსთავი 2-“ის გენარალურ დირექტორს ნიკა გვრამიას სოციალურ ქსელში პასუხობს.

„არის რაღაცეები რასაც ვერ გაატარებ. დიახ, მე დღესაც რესტორანში ვმღერი და საერთოდ არ ვთვლი, რომ ეს სირცხვილია. ძალიან ბევრი მაგარი მუსიკოსი ვიცი მე რესტორანში და აი ესეთი ადამიანები ღუპავენ დღეს სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანას. პროექტების ხარისხებს მიხედე ჯიგარო. ისე 2 დიდი მეგაპროექტი მოგიგე შენივე არხზე.ჩამორეკე ახლა გადაცემებთან“ - წერს ნემსაძე.

ცნობისთვის, ნიკა გვარამიამ ოთო ნემსაძის გამოსვლა ევროვიზიაზე გააკრიტიკა.

ოთო ნემსაძემ ევროვიზიის კონკურსის ნახევარფინალზე გუშინ იმღერა, თუმცა ფინალში ვერ გადავიდა. საქართველოს წარმომადგენელი კონკურსზე მეთერთმეტე ნომრად გავიდა და სიმღერა „სულ წინ იარე“ შეასრულა.

скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია