საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სამოქალაქო აქტივისტი არინა თავაქარაშვილი ზუგდიდში არსებულ საარჩევნო გარემოს აფასებს

personuser access_time15-05-2019, 16:23


სამოქალაქო აქტივისტი არინა თავაქარაშვილი, ზუგდიდში ბოლო 24 საათის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. შუალედური არჩევნების წინა პერიოდი მან ფეისბუკ სტატუსში განიხილა. გარდა ამისა, ის სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ მოუწოდებს და მზადაა საარჩევნო პროცესის მონიტორინგში მოხალისედ ჩაერთოს.

“ 19 მაისის არჩევნებს ვუცქეროდი მოქალაქეობრივი ინტერესით და აღვიქვამდი სამართლიანი საარჩევნო გარემოს დამკვიდრების პროცესად.
ვთვლიდი, რომ კონკურენტული გარემო იქნებოდა, მაგრამ ასეთ შეურაცხყოფებს საპირისპირო მხარის მიმართ არ ველოდი, მეგონა რომ ასეთი დამოკიდებულება კონკურენტის მიმართ აღარ უნდა განმეორებულიყო. არადა პირიქით სჩანს ეკრანიდან, უფრო მძაფრად და უფრო მძიმედ...
გამოსავალი კანონის დაცვაშია! ტოლერანტულ მიდგომასა და ზნეობრიობაშია, ასე რომ ვტრაბახობთ ტრიბუნებიდან და სუფრებიდან!
მე ზუგდიდელებზე ძალიან მაღალი წარმოდგენის ვარ!
პ.ს. გორიდან მმართველი პარტიის წარმომადგენლებს სამეგრელოში გაუქუსლავთ.
ოპოზიციასაც უკვე ზესტაფონშიც და ზუგდიდშიც ჩაქროლილია.
რატომღაც არ ჩანან სადამკვირვებლო მისიები, სადამკვირვებლო ორგანიზაციები, მათ მიერ ჩატარებული მონიტორინგი ძალიან მნიშვნელოვანია
და ბოლოს, თუ რომელიმე არასამთავრობო ორგანიზციაა აქვს საშუალება ჩამსვას მონიტორინგის ჯგუფში, მადლობელი დავრჩები (მოხალისედ მაინც), რათა ჩემი ცხოვრებისეული პრინციპი კანონისა და სამართლიანობის დაცვისა, მხოლოდ ლიტონი სიტყვა არ არის, ჩემთვის მისი განხორციელებაა მნიშვნელოვანი.
თუ რომელიმე "არაპარტიული"არასამთავრობო გამომეხმაურება, ჩავერთვები“- წერს არინა თავაქარაშვილი სოციალურ ქსელში.скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია