,,გაიზომე წნევა" - გორში მაღალი არტერიული წნევის სკრინინგის მსოფლიო კამპანია გაიმართა

სტატიის ავტორი

გორში მაღალი არტერიული წნევის სკრინინგის მსოფლიო კამპანია გაიმართა. ,,მაისი გაზომვების თვე 2019’’-ს ფარგლებში ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა გაეზომა წნევა და მიეღო უფასო კონსულტაცია მაღალკვალიფიციური სპეციალისტებისგან.

კამპანია ინიცირებულია ჰიპერტენზიის საერთაშორისო საზოგადოების მიერ. მისი მიზანია მაღალი არტერიული წნევის გამოვლენა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საქართველოს ჰიპერტენზიის საზოგადოება და გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.

საქართველო 90 ქვეყანასთან ერთად, წელს უკვე მესამედ უერთდება არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანიას. 2017-2018 წლებში 20 000 მდე ადამიანმა გაიზომა და შეაფასა წნევა, რომელიც მიღწეულია 500-მდე მოხალისე ექიმის მონაწილეობით.

არტერიული ჰიპერტენზიის სკრინინგის მსოფლიო კამპანია გაგრძელდება ერთი თვის განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

,,გაიზომე წნევა" - გორში მაღალი არტერიული წნევის სკრინინგის მსოფლიო კამპანია გაიმართა
скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх