საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


მამუკა ბახტაძე პარლამენტში დაიბარეს

personuser access_time16-05-2019, 17:04


„ევროპულმა საქართველომ“ პრემიერმინისტრი ინტერპელაციის წესით პარლამენტში დაიბარა. მამუკა ბახტაძე პარლამენტის წინაშე მაისის ბოლო პარასკევს წარდგება.

22 მარტს პირველი ინტერპელაციის დროს, პარლამენტში სწორედ მამუკა ბახტაძე იმყოფებოდა. მაშინ ის „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიბარა. განხილვის მთავარი საკითხი ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენური მდგომარეობა იყო.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას პარლამენტში ინტერპელაციის წესით იბარებს.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია