საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ცოტა ხნის წინ მანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა - მანქანაში შვიდი სკოლის მოსწავლე იჯდა (ფოტო)

personuser access_time16-05-2019, 20:30


ზუგდიდი-ანაკლიის გზაზე ავარია მოხდა. ავტომანქანა საცხოვრებელ სახლში შევარდა. ამის შესახებ სააგენტო „კვირა“ ფოტოს და ინფორმაციას ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა. ერთი გადაყვანილია საავადმყოფოში. 6 მოზარდს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე უტარდებათ.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებულები დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები არიან და მათ ბოლო ზარი ჰქონდათ.

ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო და საპატრულო ეკიპაჟები.

скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია