საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


არასამათავრობო ორგანიზაცია სენი საგრანტო პროგრამას აცხადებს

personuser access_time16-05-2019, 12:00


არასამათავრობო ორგანიზაცია სენი საგრანტო პროგრამას აცხადებს. გრანტს ორი ორგანიზაცია მოიპოვებეს, რომელიც რეგიონში ნარჩენების მართვის კუთხით მასშტაბურ პროექტს შეიმუსავებს. ამის შესახებ „სენის“ წარმომადგენლებმა ინფორმაცია ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გააცნეს.

საგრანტო კონკურსი ითვალისწინებს ისეთი აქტივობების იმპლემენტაციას, რომლებიც ხელს შეუწყობენ სამიზნე რეგიონების მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შემცირებისა და სეპარირების მნიშვნელობაზე, ასევე, შესთავაზებენ ბენეფიციარებს კონკრეტულ სისტემებს აღნიშნული საკითხების განსახორციელებლად და ხელს შეუწყობენ ამ მიდგომების დანერგვას.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ისეთ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებს, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან ან ოპერირებენ USAID WMTR II პროგრამის სამიზნე რეგიონებში - აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი, და ქალაქი თბილისი. იურიდიულ პირებს, რომლებსაც სურთ კონკურსში მონაწილეობა და დარეგისტრირებულები არიან და ოპერირებენ სხვა რეგიონებში, შეუძლიათ, წარადგინონ საგრანტო განაცხადი იმ პირობით, რომ ისინი განახორციელებენ წარმოდგენილი განაცხადით გათვალისწინებულ აქტივობებს (ამ აქტივობებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს) პროგრამის სამიზნე რეგიონებში. ამ შემთხვევაში, აპლიკანტმა, განაცხადში უნდა წარადგინოს ამის ნათელი დადასტურება.

გრანტები გაიცემა და განხორციელდება USAID-ის და აშშ მთავრობის იმ რეგულაციების დაცვით, რომლებიც გამოიყენება გრანტების, კონტრაქტების დროს, WMTR II პროექტის საგრანტო პროგრამის მართვის პოლიტიკის შესაბამისად.
скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია