საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ცხონებული ვანაში შემყავდა, კაკუნი რომ დაიწყო... 8 ჭრილობა მივაყენე, ერთიც იქნებოდა საკმარისი - საზარელი მკვლელობის დეტალებზე ვეფხია ბაქრაძემ თავად ილაპარაკა

personuser access_time17-05-2019, 14:25


შემზარავი მკვლელობის გამოძიების დღემდე უცნობი დეტალები შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალ პროექტ „პოლიციის ფაილებში“ გასაჯაროვდა.

მკვლელმა საზარელი დანაშაულის დეტალებზე თავად ილაპარაკა.

ჩვენ კი მკითხველებს შევახსენებთ, რომ მკვლელობა ბარნოვის ქუჩაზე 2018 წლის 13 აპრილს მოხდა. მოკლულია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი. მკვლელობაში ბრალდებული მეორე დღეს, 14 აპრილს დააკავეს.

ბრალდებულმა ვეფხია ბაქრაძემ ჩვენება მისცა და ჩადენილი დანაშაულის შესახებ ილაპარაკა.

„გადავწყვიტე პირისპირ მენახა თამარი და საბოლოოდ გამერკვია, რატომ იყო ჩემი და ნათიას ურთიერთობის წინააღმდეგი. ასევე ვიცოდი, რომ ნათელა გვიანობამდე იქნებოდა სამსახურში, ხოლო სახლში მარტო უნდა ყოფილიყო თამარი. დაახლოებით 19:00 საათი იქნებოდა, როდესაც გავაჩერე მანქანა ე.წ. მრგვალ ბაღთან და ფეხით გადავედი მათ სახლში. კარები ღია დამხვდა. შევედი და დავრწმუნდი, რომ არავინ იყო. გავაღე მაცივარი, გამოვიღე საჭმელი და არაყი. დავლიე რამდენიმე ჭიქა და გამოვედი სახლიდან. წავედი ტაქსით კოსტავას ქუჩისკენ, რადგან მანქანაში აღარ მქონდა ბენზინი. შევიძინე საწვავი და ტაქსით ამოვედი ისევ ბარნოვის ქუჩაზე, ისევ თამარის სანახავად. ისევ არ დამხვდა“, - წერს ჩვენებაში ბრალდებული.

ვეფხია ბაქრაძის ჩვენების თანახმად, მან ნათია გაბოძის რამდენიმე ტანსაცმლის დაჭრა და დაწვა გადაწყვიტა, რისთვისაც ავტომანქანიდან დანა ამოიტანა. ბაქრაძის ინფორმაციით, მან დაჭრილ ტანსაცმელს ბენზინი გადაასხა, თუმცა მათი დაწვა შემდეგ გადაიფიქრა.

ვეფხია ბაქრაძე დიდი ხნის წინ ძალოვან უწყებაში, კონკრეტულად კი დაცვის პოლიციაში მუშაობდა, თუმცა მისი მსახურება 2 წელიწადში ამოიწურა (1991-1992 წლები), შემდეგ კი ორჯერ გასამართლდა.

პირველ შემთხვევაში მას ბრალად დაუხმარებლობა ედებოდა. 2010 წელს ის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. შემდეგ კი უკვე გისოსებს მიღმა ოჯახური ძალადობის ნიადაგზე სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების გამო მოხვდა. საქმეში დაზარალებული ბაქრაძის მეუღლე გახლდათ. თუმცა ის არ იყო ერთადერთი - ამ ბრალდების ფარგლებში კიდევ ერთი დაზარალებული არსებობდა, რომელსაც ბაქრაძემ მანქანა განზრახ დააჯახა.

მოკლული 25 წლის გოგოს მამინაცვალმა, მორიგ მკვლელობამდე სასჯელაღსრულების დაწესებულება 2017 წლის 25 მაისს კალენდარულად დატოვა, ანუ მაშინ, როდესაც სასჯელის ვადა ამოეწურა.



скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია