საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


"სიმართლე ჩვენს მხარესაა, დამაჯერებლად იგებს სანდრა რულოვსი“ - გიორგი ვაშაძე „ოცნებას“ პასუხობს

personuser access_time17-05-2019, 17:15


გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშიას" წევრი გიორგი ვაშაძე "ქართული ოცნების" წევრების მიერ დღეს გაჟღერებულ ცრუ ინფორმაციას ეხმაურება.

გიორგი ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნება" არასწორ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც კვლევაზე საუბრობს, თითქოს მათი კანდიდატი ზუგდიდში იგებს.

ოპოზიციის წევრმა ბრალდებებსაც უპასუხა და განაცხადა, რომ ისინი კანონის სრული დაცვით მოქმედებენ, რომლის ნახვა და გადამოწმება ყველა ადამიანს შეუძლია.

"ქართული ოცნების" მიერ გაკეთებული განცხადება შეგვიძლია მარტივად შევაფასოთ, ეს არის ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი! ეს ადამიანები ისევე იტყუებიან,როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ატყუებენ ქართულ საზოგადოებას, სწორედ ამ ტყუილების დასტურია, რომ ქვეყანა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, ხალხი გაჭირვებულია. ტყუილია, რომ რაიმე კვლევა არსებობს, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატი იგებს ზუგდიდის არჩევნებში, ეს ისეთივე ტყუილია, როგორც მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში, 53%-ით აცხადებენენ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას. კარგად ვნახეთ, რომ მან მხოლოდ 38% აიღო დიდი გაყალბებისა და მოტყუების სანაცვლოდ. სიმართლე კი არის ნამვილად ის, რომ დამაჯერებლად იგებს სანდრა რულოვსი და როგორც ჩანს, აი, ამ აგონიაში მყოფი ხელისუფლებას მეტი არაფერი დარჩენია, რომ ისაუბროს. ტყუილია ასევე ის, რომ ჩვენი მხარდამჭერები სადმე აგრესიულად იქცევიან, არცერთი მსგვასი ფაქტი არ დაფიქსირებულა მთელი წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში, ხოლო სიმართლეა ის, რომ "ქართული ოცნების" მიერ დაქირავებული ადამიანები აგრესიულად იქცევიან, გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს უვარდებიან, ჟურნალისტებს ფიზიკურად უსწორდებიან და ამის დამადასტურებელი ვიდეოებიც არსებობს. სიმართლე კი არის ის, რომ ჩვენ გვყავს ჩამოყვანილი კვალიფიციური, მაღალდონეზე დატრენინგებული ადამიანები, რათა არ მივცეთ მათ არჩევნების გაყალბების საშუალება.

საკუთარ კმაყოფაზე პასუხად თქვენ მიიღებთ, არჩევნებში საკადრის პასუხს, სიმართლე ჩვენს მხარესაა და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადაამოწმოს ფაქტებით, ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ, და მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ საზოგადოება დაიღალა თქვენი ტუილებისგან შეეშვი, მორჩა დამთავრდა და მიიღეთ ის მარცხი ღირსეულად, რომელიც გექნებათ კვირას აუცილებლად" - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.скачать dle 12.1







content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია