საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


თალაკვაძემ ფარული ჩანაწერი გაავრცელა და ენმ "ზუგდიდის ადუღების" დაგეგმვაში დაადანაშაულა

personuser access_time19-05-2019, 14:41


საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით, საარჩევნო უბნებზე არსებული დაპირისპირებები ნაციონალური მოძრაობის გამოწვეულია, რაც მისი მოსაზრებით იმითაა განპირობებული, რომ ოპოზიციურმა პარტიას არჩევნებში გამარჯვების მოლოდინი არ აქვს.

თალაკვაძემ ფარული აუდიო ჩანაწერი გაავრცელა და მასზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობა არეულობასა და დესტაბილიზაციას გეგმავს:

"დამკვირვებლების საფარქვეშ ჩამოყვანილი აგრესორები მათ სწორედ არეულობის შესაქმნელად სჭირდებათ".

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, ამის მიუხედავად, ნაციონალური მოძრაობის შტაბშიც არიან ადამიანები, რომლებისთვისაც დაპირისპირების ეს ფორმა მიუღებელია. თალაკვაძემ ჩანაწერი გაავრცელა და დასძინა, რომ სწორედ ნაციონალური მოძრაობის შტაბის წევრებმა მათ მიაწოდეს ინფორმაცია სავარაუდოდ დაგეგმილი არეულობის შესახებ.

თალაკვაძის თქმით, ჩანაწერში, სავარაუდოდ, რულოვსისას და სააკაშვილის გარემოცვის წევრების, ნინია ცისკარიშვილისა და სალომე ჭელიძის საუბარი ისმის:

"ისინი საუბრობენ თუ როგორ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა, მიუხედავად იმისა მოიგებენ თუ წააგებენ არჩევნებს. ბუნებრივია ეს აუდიო ჩანაწერი ჩვენ უკვე გადავეცით შესაბამის ორგანოებს და ვითხოვეთ შესაძლო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყება".

თალაკვაძე აცხადებს, რომ ვალდებულია, საზოგადოებას ჩანაწერის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი გააცნოს:

"ვციტირებ: "ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში მოიგებენ თუ წააგებენ უნდა აადუღონ ზუგდიდი და აჭარა და შემდგომ კი მთელი საქართველო". მთელ ჩვენს ქვეყანას, ძვირფასო საზოგადოებავ, სამეგრელოს კი, ყველაზე მწარედ ახსოვს რას ნიშნავს ადუღებული ზუგდიდი, გვახსოვს 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირებაც. გვახსოვს როგორ ცდილობდნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები და აქტივისტები ერთი წლის წინ აჭარის ადუღებას, როცა გადაწვეს თითქმის ბათუმის ცენტრი".


დღეს, 19 მაისს, საქართველოში სამი სხვადასხვა სახის, მერობის, შუალედური და რიგგარეშე არჩევნები იმართება. ქვეყანაში 12 საარჩევნო ოლქში 410 საარჩევნო უბანია გახსნილი.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

ასევე გირჩევთ

ჩვენი რეპორტაჟები

გამოხატე შენი პოზიცია