კანის ფესტივალის განსაკუთრებულ ვარსკვლავებს შორის ქართველი ლევან გელბახიანიც დაასახელეს

სტატიის ავტორი

ამერიკულმა ჟურნალმა W-მ მსახიობების სია გამოაქვეყნა, რომლებმაც რედაქციის აზრით, 2019 წლის კანის ფესტივალზე წარდგენილ ფილმებში განსაკუთრებულად ითამაშეს. დასახელებულ მსახიობებს შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანი მოხვდა, რომელიც ფილმში And Then We Danced თამაშობს.

And Then We Danced ქართული წარმომავლობის, შვედი რეჟისორის, ლევან აკინის მიერ შექმნილი მხატვრული ფილმია. ფილმი მერაბისა და ირაკლის სიყვარულზე მოგვითხრობს. მისი პრემიერა კანის კინოფესტივალზე 2019 წლის კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

კანის კინოფესტივალი 14 მაისს გაიხსნა, გამარჯვებულებს კი 25 მაისს გამოაცხადებენ.

скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх