საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


7 თვის ჩვილის სასტიკი მკვლელობა მკვლელობა - 16 წლის დედას ბრალს დღეს წარუდგენენ

personuser access_time22-05-2019, 18:44


7 თვის ჩვილის მკვლელობა აღაიანში - დაკავებულ 16 წლის დედას, ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ.

არასრულწლოვანის ადვოკატის ქეთი გაგოევის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის შესახებ, ბრალის წარდგენამდე ინფორმაციას ვერ გაასაჯაროებს.

„საღამოს წარედგინება ბრალი, მანამდე ინფორმაცია არ მაქვს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არის არასრულწლოვანი და მისივე ინტერესებიდან გამომდინარე მე ინფორმაციას ჯერ ვერ გაწვდით" - აღნიშნა ადვოკატმა.

მისივე ინფორმაციით, არასრუწლოვანს ფსიქიატრიული ექსპერტიზაც ჩაუტარდება.

შემთხვევა 21 მაისის გამთენიისას მოხდა. როგორც ცნობილი გახდა, 16 წლის გოგომ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დაიწყო, რაც უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია