საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ საზღვარს კეტავს

personuser access_time24-05-2019, 12:51


ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ საზღვარს კეტავს. დე ფაქტო ხელისუფლება მიზეზად სკოლებში დადეგმილ „ბოლო ზარს“ ასახელებს:

„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბოლო ზარის აღნიშვნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით 24 მაისის 20:00 საათიდან საზღვრის გამარტივებული გადაკვეთის ადგილებში მოქალაქეების გატარება არ განხორციელდება.“- აღნიშნულია განცხადებაში. საოკუპაციო რეჟიმის ინფორმაციით, შეზღუდვა 26 მაისის 6:00 საათზე მოიხსნება.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია