საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


,,ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯის მონასტრის ნაწილი მის ბიზნესპარტნიორს მიჰყიდა" - შალვა ნათელაშვილი

personuser access_time24-05-2019, 17:51


ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯის მონასტრის ნაწილი მის ბიზნესპარტნიორს, ასევე ოლიგარქ ილჰამ ალიევს მიჰყიდა და მოითხოვს აღნიშნულ თემაზე შეწყდეს ყოველგავრი მოლაპარაკებებ, სანამ საქმეში ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები არ ჩაერთვებიან.

შალვა ნათელაშვილი:

_ ახალი ეპოქის სერგო ორჯონიკიძემ ბიძინა ივანიშვილმა დავით გარეჯი მიჰყიდა თავის ბიზნესპარტნიორს, აზერბაიჯანის პრეზიდენტ ოლიგარქ ილჰამ ალიევს.“
ამ წუთებშიც გაცხარებული ტემპებით მიდის მუშაობა, რათა ეს უძველესი ქართული სიწმინდე საბოლაოდ იქნეს ოკუპირებილი. პუტინის ტრაქტორები ცხინვალში, ჩაანაცვლა ალიევის ტრაქტორებმა დავით გარეჯში. სახეზეა, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სამშობლოს ღალატის უპრეცედენტო ფაქტი,
შექმნილ ვითარებაში, მოვითხოვთ დაუყონებლივ დაიშალოს მოღალტეობრივი ე.წ. დემილიტარიზაციის კომისია, შეწყდეს ყოველგვარი მოლაპარაკებები, სანამ ფორმატში არ ჩაერთვება ევროკავშირი და ამერიკის შეერთებული შტატები. შესაბამისი წერილები ვაშინგტონსა და ბრიუსელში გაგზავნილია.
ვთხოვთ, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ კორპუსს, ჩავიდნენ დავით გარეჯში და საკუთარი თვალით ნახონ 21-ე საუკუნის საერთაშორისო მეკობრეობის ეს უპრეცედენტო ფაქტი.
რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის ძმობას ვერაფერი დაარღვევს, ერთად ვცხოვრობდით, ვცხოვრობთ და ვიცხოვრებთ, მაგრამ შექმნილი მდგომარეობა გვაიძულებს გამოვიტანოთ სწორი დასკვნები იმ ყველაფრიდან რაც ხდებოდა, ხდება და რაც შეიძლება მოხდეს. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი ორ მოძმე სახელმწიფოს, ერის ურთიერთობაში, რომლებიც ითვლებიან სტრატეგიულ პარტნიორებად და რომელთაგან ერთ -ერთი თავს ესხმის მეორეს და საერთაშორისო აგრესიის ყველა კომპონენტის დაცვით იწყებს ტერიტორიის ოკუპაციას, თან იმ ტერიტორიის, რომელიც ტერიტორიის გარდა არის სულიერი სიწმინდე.
როგორც ერთი ბრძენი მოღვაწე ამბობს, დავით გარეჯი რამდენიმე ერს ეყოფა ისტორიისთვის, იმხელა სიმდიდრეა იქ დავანებული. თუნდაც ის რომ მეექვსე საუკუნეში აშენდა, რომ თამარ მეფის ოთხი ფრესკიდან ერთი ჩიჩხატურის მინასტერშია, იმით, რომ ის გახლდათ ქართველი ბერების სავანე, ქართული ხელნაწერების გავრცელების წყარო, ის, რომ 600 ბერი დაგვიხოცა არსაცხონებელმა შაჰ აბასმა, ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ საქმე გავქვს უფრო დიდი დანაშაულთან ვიდრე აგრესიაა. ეს არის რწმენის, სულიერების აკვანზე გალაშქრება და ისეთივე საერთაშორისი დატვირთვა აქვს, როგორიც იერუსალიმს.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია