საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


ტრაგედიად ქცეული დასვენება - დასასვენებლად წასული ქართველი ოჯახის ერთ-ერთი მცირეწლოვანი შვილი, ზღვაში დაიხრჩო

personuser access_time29-05-2019, 10:36


ესპანეთში რუსთავიდან წასული ოჯახის დასვენება ტრაგედიით დასრულდა. მცირეწლოვანი ბავშვები მამასთან ერთად ზღვაში ბანაობდნენ - მამამ წყლიდან ორი შვილის გამოყვანა შეძლო, მესამე კი, რომელიც გასაბერ ლეიბზე იწვა - ძლიერმა ტალღებმა გაიტაცა. მაშველებმა 5 წლის გოგონას მომხდარიდან მალევე მიაგნეს. პატარას რეანიმირებას ექიმები თითქმის ერთ საათს განმავლობაში ცდილობდნენ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გარდაცვლილი ბავშვის ოჯახთან ფსიქოლოგები მუშაობენ. მათთან მუდმივ კონტაქტზეა საქართველოს საკონსულო.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია