მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა" უკრაინის რადას არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს

სტატიის ავტორი

ოდესის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის პარტია „ახალი ძალების მოძრაობა" უკრაინის რადას არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

როგორც რუსული მედია წერს, ამის შესახებ ამავე პარტიის წევრმა დავით საყვარელიძემ განაცხადა. მისი თქმით, პარტიას უკვე აქვს საკუთარი პროექტები, რომლის განხორციელებაც სურს.

სააკაშვილს კიევში დღეს ელოდებიან. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი ბორისპოლის აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:00 საათზე ვარშავიდან ჩაფრინდება.

ეს მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც პრეზიდენტმა ზელენსკიმ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა აღუდგინა. მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ექსპრეზიდენტ პოროშენკოს განკარგულებით 2017 წლის 26 ივლისს ჩამოართვეს.

უკრაინაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 21 ივლისს გაიმართება.скачать dle 12.1








0
თარიღი: 29-05-2019, 16:24
0
155

მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх