ადა მარშანიამ პარლამენტის მუშაობის გრაფიკი დახია

სტატიის ავტორი

პარლამენტში მთავრობის წევრებს ინტერპელაციის ფორმატში უსმენენ. "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა, ადა მარშანიამ პროცედურის ცვლილება მოითხოვა, ხოლო ბიუროზე დამტკიცებული გრაფიკი გადახია.

"ჩვენ არ ვესწრებოდით იმ ბიუროს სხდომას, სადაც ეს სამარცხვინო გრაფიკი იყო დამტკიცებული. ეს არის დაცინვა, ეს არის თამაში და ეს არის სპექტაკლი. პლენარული სხდომაზე, სესია არის უმაღლესი კანონი. ჩვენ პლენარული სხდომითაც შეგვიძლია კანონების შეცვლა, ეს თქვენ თუ იცით? ამის შეხსენება მინდა თქვენთვის. არ ვეთანხმებით ამ გრაფიკს. თავად ბიურო გადადგეს, რომელმაც ეს გრაფიკი შეიმუშავა", - აღნიშნა მარშანიამ.

მარშანიას გარდა გრაფიკს არ დაეთანხმა ოპოზიციის რამდენიმე დეპუტატიც. მათი თქმით, კითხვების დასმისთვის ცოტა დროა გამოყოფილი. სხდომის წამყვავნმა, ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ ბიუროზე დამტკიცებულ გრაფიკს ვერ შეცვლიდა. ინტერპელაციის ფორმატის ცვლილებისთვის კი დეპუტატებს საკანონმდებლო ცვლილებების რეგისტრაცია შესთავაზა.

ინტერპელაციის ფორმატის ფარგლებში დეპუტატები პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს, ჯანდაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოსა და ცესკოს თავმჯდომარეს, თამარ ჟვანიას მოუსმენენ.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх