დავით კირკიტაძე გაათავისუფლეს

სტატიის ავტორი

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, დავით კირკიტაძე საპროცესო გარიგების შედეგად პატიმრობიდან გათავისუფლდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გურჯაანის რაიონული სასამართლოს მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძემ მიიღო. დავით კირკიტაძემ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და მომხდარის გამო ბოდიში მოიხადა. როგორც მან აღნიშნა, ის პატივს სცემს პოლიციის ინსტიტუტს. შეგახსენებთ, დავით კირკიტაძის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით არის აღძრული, რაც პოლიციელზე თავდასხმას, ფიზიკურ შეურაცხყოფასა და ქონების დაზიანებას გულისხმობს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх