,,ნანა კოსტავა! უფალმა ისე გაგამწაროს შენს საყვარელ შვილზე, რომ მისი ცხედარიც სანატრელი გქონდეს დასატირებლად" - გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დედის ემოციური მიმართვა სკოლას

სტატიის ავტორი

ლაგოდეხში ექსკურსიაზე დაღუპული 16 წლის გოგოს დედა ლანა ფარნავა განცხადებას ავრცელებს. ის სკოლა "ალბიონსა" და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატ ნანა კოსტავას მიმართავს.

როგორც ლანა ფარნავა წერს, მომხდარ ტრაგედიაში კი სკოლა "ალბიონს" ადანაშაულებს და საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებს.

"ახლა კი დავწერ იმას,რასაც განვიცდი,როგორც გამწარებული და შეურაცხყოფილი დედა, რომელსაც შვილი მიწასაც კი არ მქონდა მიბარებული, როცა ვინმე ნანა კოსტავას დაწერილი პოსტის შესახებ გავიგე: ნანა კოსტავა! უფალმა ისე გაგამწაროს შენს საყვარელ შვილზე, რომ მისი ცხედარიც სანატრელი გქონდეს დასატირებლად! ყოველი ლოცვის შემდეგს, ჩემს შვილს რომ წავუკითხავ, ამ წყევლას გამოგიგზავნი შენ, არაქალო!

მანამდე კი, ლაგოდეხში პოლიციის განყოფილებში ძირს დაგდებულ გამწარებულ დედას, რომელიც უკანასკნელ იმედს ებღაუჭებოდა, იქინებ შვილი ცოცხალი ეპოვათ სადმე, როგორ მესმოდა სკოლა ალბიონის დირექტორი,როგორ მოძღვრავდა თავის თანამშრომლებს,რომ მათ ყველაფერი წესრიგში ჰქონდათ,ექიმი ახლდათ. ავტობუსი საბუთით და გამართული და ა. შ. ანუ საკუთარი ტრაკის გადარჩენაზე იყო ბაასი. მოგმართავთ ალბიონელო გარეწრებო! (ყველას არ ეხება რა თქმა უნდა)
შვილი მომიკალით უყურადღებობით. დილით ჩაგაბარეთ და დამიღუპეთ. აქ ყველაფერი ნათქვამია და გამოძიება მიხედავს,"- წერს ის.

,,ნანა კოსტავა! უფალმა ისე გაგამწაროს შენს საყვარელ შვილზე, რომ მისი ცხედარიც სანატრელი გქონდეს დასატირებლად" -  გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დედის ემოციური მიმართვა სკოლას


„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე“, - ასეთი აღწერით გააზიარა 28 მაისს ნანა კოსტავამ Facebook-ზე მენეჯერ სალომე ბარკერის 2018 წლის ერთ-ერთი ვიდეო. მოგვიანებით მან პოსტი წაშალა. ამის შემდეგ მან კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც მანამდე დაწერილი სტატუსის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არ იცოდა, თუ სალომე ბარკერის და არის 16 წლის გოგო, რომელიც ლაგოდეხის ნაკრძალში, მდინარეში დაიღუპა.

ლაგოდეხში მდინარეში ჩავარდნილი მოსწავლის ცხედარი 27 მაისს იპოვეს. მანამდე ლაგოდეხში, „ნინოსხევის ჩანჩქერის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ექსკურსიაზე მყოფი სკოლის მოსწავლეებიდან ერთ-ერთი მდინარეში ჩავარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх