"მკვდარი გაგვატანეს ობლობაში გაზრდილი ბავშვი" - გორის ჰოსპიტალში პაციენტი მოულოდნელად გარდაიცვალა

სტატიის ავტორი

გორის სამხედრო ჰოსპიტალში 31 წლის ლევან ჯიოშვილი გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზები უცნობია. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ექიმების მხრიდან გამოვლენილ უყურადრებობაზე საუბრობენ. "ექიმი არ გამოვიდა და არაფერი ცნობა არ მოგვცეს, რა იყო დიაგნოზი. მკვდარი გაგვატანეს ობლობაში გაზრდილი ბავშვი" - აღნიშნა გარდაცვლილის ახლობელმა.
ჰოსპიტალში კი განმარტავენ, რომ პაციენტი მძიმე დიაგნოზით ინტენსიურ პალატაში მკურნალობდა, თუმცა რა გახდა მისი უეცარი გარდაცვალების მიზეზი, ამის ვერ ამბობენ. "პაციენტმა ინტენსიური ბლოკის პალატაში უეცრად დაკარგა გონება, იმავე წუთს გამოწვეული იქნა რეანიმაციული ბრიგადა, ჩატარებული რეანიმაციული ღონისძიებები აღმოჩნდა უშედეგო,"-განაცხადა ამავე საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების ხელმძღვანელმა, ნელი ჯავახიშვილმა.скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх