პასპორტი დავუბრუნე, სულ ესაა - ვოლოდიმირ ზელენსკი მიხეილ სააკაშვილზე

სტატიის ავტორი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ მიხელ სააკაშვილთან დაკავშირებით პოლიტიკური გეგმები არ აქვს. ამის შესახებ მან, ტელეარხ „1+1“ ის დილის შოუში განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს. დაბრუნება კი, უბრლაოდ, ადამიანური მომენტი იყო.

„გეგმები იყო ძალიან მარტივი, ძალიან ადამიანური - მე ჟურნალისტებს ვუთხარი, რომ ვფიქრობ, მას პასპორტი უკანონოდ ჩამოართვეს-მეთქი. ამიტომ ის მას დავუბრუნე. სულ ესაა. მან მომწერა. სოციალურ ქსელებშიც ავრცელებდა ვიდეოებს. გმადლობ, არაფრის. მე თქვენი მადლიერი ვარ. მწერდა „ვათსაფით“. მადლობა რისთვის? მე ჩემი საქმე გავაკეთე, ჩემი დაპირება შევასრულე. მე ბევრი დაპირება არ მაქვს, მაგრამ მსურს, რომ ისინი შევასრულო,“ - განაცხადა ზელენსკიმ.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წელს მიიღო, რის საფუძველზეც მას საქართველოს მოქალაქეობა გაუუქმდა. 2017 წლის ივლისში პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ კი, საქართველოს ექსპრეზიდენტსა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიმდინარე წლის 28 მაისს დაუბრუნა.

скачать dle 12.1








მსგავსი ამბები


კომენტარის დამატება

კოდის განახლება

Наверх