საიტის ძველი ვერსიაზე გადასასვლელად დააჭირეთ აქ!

DIANEWS.GE-სიახლე


სისხლიანი თავდასხმა კასპში - მოკლულია მამაკაცი და დაჭრილია მეუღლე

personuser access_time7-06-2019, 14:35


კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში შუახნის მამაკაცი მოკლეს.
კასპის მერის წარმომადგენელი ზურაბ ქურასბედიანი “ნიუპოსტთან” საუბრისას აცხადებს, რომ სროლის ხმა სოფელში წუხელ ღამით, დაახლოებით 2 საათზე გაიგეს.

მისივე თქმით, დაჭრილია მოკლული მამაკაცის მეუღლე, რომელიც კასპის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.скачать dle 12.1








content_copyკატეგორიები

გამოხატე შენი პოზიცია